სამადგილიანი ნომერი

ამ კატეგორიის ყველა ოთახი დიდი, ნათელი და მზიანია. მათ უმეტესობას გააჩნია ფართო აივნები, რომლებიც საუკეთესოა დასასვენებლად, სასაუზმოდ თუ ვარძიისა და თმოგვის ციხის ულამაზესი ხედებით დასატკბობად. აივნებზე თქვენ დაგხვდებათ პატარა მრგვალი მაგიდა და ორი კომფორტული სკამი.

სასტუმრო ვარძია-რეზორტის ძირითადი მახასიათებლებია ოთახების კლასიკური ინტერიერი, ხისაგან დამზადებული ელეგანტური ავეჯი, კომფორტული საწოლები ორთოპედიული მატრასებით. ყოველი ოთახი აღჭურვილია სამუშაო მაგიდით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, LED-ტელევიზორით, დიდი სარკითა და თმის საშრობით, პირადი მოხმარების ნივთებით. ეს ყველაფერი სტუმარს უქმნის დასვენებისა და მუშაობის ოპტიმალურ პირობას.

ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით. ნომრის ფასში შედის სამი სტუმრის განთავსება საუზმით. დამატებითი ლოგინის ღირებულებაა 50 ლარი, ხოლო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - უფასო. ნომერში შესვლის დროა 14:00, ხოლო  გამოსვლის - 12:00.

ოთახის ზომა 24 - 30 კვ.მ