საოჯახო ნომერი აივნით

საოჯახო ნომერში განთავსებულია ერთი დიდი და ორი ცალ-ცალკე მდგომი საწოლი. ის იდეალურად არის მორგებული ბავშვებთან ერთად ოჯახური დასვენების მოთხოვნებს. ნომერში განლაგებულია მაცივარი, მაგიდა, სავარძელი, პლაზმური ტელევიზორი, ინდივიდუალური სეიფი, საუთოებელი მაგიდა და ელექტრომადუღარა. სააბაზანო ოთახი  აღჭურვილია ყველა საჭირო კოსმეტიკური საშუალებით, ხალათებითა და თმის საშრობი ფენით.

სასტუმრო ვარძია-რეზორტის ძირითადი მახასიათებლებია ოთახების კლასიკური ინტერიერი, ხისაგან დამზადებული ელეგანტური ავეჯი, კომფორტული საწოლები ორთოპედიული მატრასებით. ოთახი აღჭურვილია უფასო უკაბელო ინტერნეტით, LED-ტელევიზორით, დიდი სარკითა და თმის საშრობით, პირადი მოხმარების ნივთებით. ეს ყველაფერი სტუმარს უქმნის დასვენებისა და მუშაობის ოპტიმალურ პირობას

ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით. ნომრის ფასში შედის ოთხი სტუმრის განთავსება საუზმით. დამატებითი ლოგინის ღირებულებაა 50 ლარი, ხოლო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - უფასო. ნომერში შესვლის დროა 14:00, ხოლო  გამოსვლის - 12:00.

ოთახის ზომა 50 კვ.მ