სასტუმრო „ვარძია-რეზორტის“ ლუქს ოთახები სტუმარს სიმყუდროვისა და საკუთარ სახლში ყოფნის გრძნობას აღუძრავს. ოთახის უზარმაზარი ფანჯრებიდან და ტერასებიდან სამონასტრე კომპლექსის მომაჯადოებელი ხედები იშლება. ტერასებზე დაგხვდებათ მაგიდა და ორი მოხერხებული სკამი. ელეგანტურ სტილში გადაწყვეტილი ლუქსის კატეგორიის ოთახი - ეს არის უკომპრომისო გადაწყვეტილება მათთვის, ვინც აფასებს მაღალი კლასის სასტუმროს კომფორტსა და ესთეტიურ გარემოს.
სტუმრებისთვის მაქსიმალური სიმყუდროვის შესაქმნელად ყველა ლუქს-ნომერი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი. სასტუმრო ვარძია-რეზორტის ძირითადი მახასიათებლებია ოთახების კლასიკური ინტერიერი, ხისაგან დამზადებული ავეჯი, კომფორტული საწოლები ორთოპედიული მატრასებით. ყოველი ოთახი აღჭურვილია სამუშაო მაგიდით, უფასო უკაბელო ინტერნეტით, LED-ტელევიზორით, დიდი სარკითა და თმის საშრობით, პირადი მოხმარების ნივთებით, საიმედო სეიფით. ეს ყველაფერი სტუმარს უქმნის დასვენებისა და მუშაობის ოპტიმალურ პირობას.
ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით. ნომრის ფასში შედის ორი სტუმრის განთავსება საუზმით. დამატებითი ლოგინის ღირებულებაა 50 ლარი, ხოლო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - უფასო. ნომერში შესვლის დროა 14:00, ხოლო გამოსვლის - 12:00
ოთახის ზომა 57 კვ.მ