ვარძია რეზორტი

„ვარძია რეზორტი“ მდებარეობს საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დედაქალაქ თბილისიდან 240 კილომეტრის დაშორებით. კურორტის გამორჩეული დიზაინი უზრუნველყოფს, რომ თითქმის ყველა 32 სასტუმრო ნომერსა და 7 კოტეჯურ ტიპის ნომერს ხედი აქვს ულამაზეს ბუნებაზე და ვარძიის კლდეში ნაკვეთ ქალაქზე.

აქ თითოეული სეზონი განსხვავებული და გამორჩეულია — იდეალური ადგილი დასვენებისთვის, ოჯახური შეკრებებისთვის, ქორწილებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის, რეტრიტებისთვის, კორპორატიული, გასართობი და სპორტული ღონისძიებებისთვის.

მოგიწოდებთ, განიცადოთ სუნთქვის შემკვრელი ბუნება, ელეგანტური და თანამედროვე სასტუმრო და უნიკალური ატმოსფერო, რომელიც გთავაზობთ სიმშვიდესა და კონფიდენციალურობას.

ისიამოვნეთ მყუდროებითა და სიმშვიდით — შეარჩიეთ ჰარმონია და კეთილდღეობა თანამედროვე ცხოვრების ქაოსური ტემპის ნაცვლად.

 სარეკრეაციო ზონა მოიცავს შემდეგ ობიექტებს:

   • სასტუმრო — 32 ნომერი და 7 კოტეჯური ოთახი 
   • ორი რესტორანი 
   • ლაუნჯ ბარი 
   • ორი საკონფერენციო დარბაზი 
   • სპა ცენტრი 
   • ორი საცურაო აუზი 
   • ფიტნეს დარბაზი 

ჩვენი მიზანია თითოეულ დეტალზე მაქსიმალური ყურადღება და სტუმრების სურვილებზე მორგებული მომსახურება, რაც ქმნის მყუდრო გარემოს და გიჩენს სახლში ყოფნის შეგრძნებას.

„ვარძია რეზორტი“ გთავაზობთ 32 ნომერს, რომელთა ფართობი საშუალოდ 20-30 მ²-ია.

სასტუმროში ხელმისაწვდომია შემდეგი ტიპის ნომრები: სტანდარტული, ჯუნიორ სიუტი, სიუტი, საოჯახო და კოტეჯური ტიპის ოთახები.

ყველა ნომერი აღჭურვილია:

   • პირადი აივნით 
   • დასასვენებელი სივრცით 
   • მინიბარით 
   • უფასო Wi-Fi-ით 
   • ფენით, ხალათებითა და ჩუსტებით 
   • ჰიგიენური საშუალებებით 
   • ბრტყელეკრანიანი ტელევიზორით 
   • სამუშაო მაგიდით 
   • უფასო ყავითა და ჩაით

კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი რესტორანი და ბარი. 150 სტუმარზე გათვლილი ბუფეტი გთავაზობთ ტრადიციული ქართული კერძებისა და შერჩეული ღვინის ასორტიმენტს ჩვენი ღვინის მარანიდან. სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ როგორც ადგილობრივი, ასევე ეგზოტიკური ეროვნული სამზარეულო.

ვარძია რეზორტის“ კვება ყოველთვის არის ახალი, ორგანული, ნატურალური და ადგილობრივად მოყვანილი პროდუქციით მომზადებული. რაც შეეხება ბარებს — ჩვენი სახელგანთქმული ბარმენები მუდამ მზად არიან გაგაოცონ ეგზოტიკური სასმელებისა და უნიკალური კოქტეილების ფართო არჩევანით.

საკონფერენციო დარბაზები იდეალურია კორპორატიული კონფერენციებისა და სხვა საქმიანი ღონისძიებებისთვის. მომსახურება მოიცავს ყავისა და სადილის შესვენებების ორგანიზებას. ვთავაზობთ უნიკალურ ატმოსფეროს, მაღალი დონის მომსახურებას და ხელმისაწვდომ ფასებს.

აღმოაჩინეთ ყველაზე საინტერესო და დაუვიწყარი აქტივობები, რომლებიც „ვარძია რეზორტში“ გელოდებათ.
კურორტი იდეალურად მდებარეობს რეგიონის მთავარი ისტორიული, კულტურული და ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების მახლობლად. სასტუმროს სათავგადასავლო ცენტრი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაუვიწყარი შვებულება, ექსტრემალური, კულტურული და ღვინის ტურში მონაწილეობა, რომელიც სურვილის მიხედვით პერსონალიზებული შეიძლება იყოს.