ვარძია რეზორტი

„ვარძია რეზორტი“ მდებარეობს საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, თბილისიდან 240 კილომეტრის დაშორებით. კურორტის უნიკალური დიზაინი უზრუნველყოფს, რომ თითქმის ყველა 32 სასტუმრო ოთახს და 7 კოტეჯს აქვს ხედი ულამაზეს ბუნებაზე და კლდეში ნაკვეთ ვარძიის ქალაქზე.

აქ დაგხვდებათ სუნთქვის შემკვრელი ხედები, ელეგანტური და თანამედროვე სასტუმრო, და ავთენტური ატმოსფერო, რომელიც გთავაზობთ სიმშვიდესა და კომფორტს.

მეტის ნახვა

Cover

ოთახები

სასტუმროს სანომრე ფონდი

ამჟამად ჩვენს სასტუმროში მოქმედებს 27 ნომერი, ყველა პანორამული ხედით. აქედან 19 ერთ ან ორ ადგილიანი, 3 სამადგილიანი, 2 ლუქსი, 2 საოჯახო, 1 სვიტი. ჩვენი სასტუმრო სთავაზობს მნიშნელოვან ფასდაკლებას ტურისტულ ჯგუფებს, ოჯახებსა და ახლადდაქორწინებულებს.

საიტზე წარმოდგენილია ყველა კატეგორიის ნომერი – ერთადგილიანიდან სუპერ-ლუქს კატეგორიამდე. თითოეული ნომრის დაწვრილებითი აღწერა იხილეთ შესაბამის კატეგორიაში, ნომრის ფასში შედის საუზმე, Wi-Fi, სასტუმრო კოსმეტიკა, ხალათი, სასტუმროს სერვისის მოსაკრებელი, კანონით გათვალისწინებული გადასახადები, რეგისტრაცია უცხოელთათვის.

მეტის ნახვა

Cover

ბარი და რესტორანი

მესხური დარბაზის სტილში  გაწყობილი და კაკლის დედაბოძებით დასრულებული სასტუმროსგან ცალკე მდგომი რესტორანი გთავაზობთ ქართული/მესხური და ევროპული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს. აქ ყველა სტუმარს სიხარულით ხვდებიან და სასიამოვნოდ აოცებენ ხარისხითა და მისაღები ფასებით.

მეტის ნახვა

title

საკონფერენციო დარბაზები

მეტის ნახვა

title

ღვინის მარანი

მეტის ნახვა