საკონფერენციო დარბაზები

საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. ვიდეოსაკონფერენციო კავშირისა  და სინქრონული თარგმნის სისტემები დარბაზში საერთაშორისო ფორუმების გამართვისა და ყველა სახის და ფორმატის საქმიანი შეხვედრების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ადგილზე არსებული სტერეოსაპროექციო სისტემის მეშვეობით კი ფილმების ტრანსლირება ხდება და სხვადასხვა პრეზენტაციები ტარდება. დარბაზის საერთო ფართი არის 90 კვ.მ და გათვლილია 40 მონაწილეზე.

თანამედროვე საკონფერენციო დარბაზი – ეს არის ის სამუშაო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს საქმიანი ღონისძიებების წარმატებულ ჩატარებას. ჩვენი მოხერხებული და შესანიშნავად აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები ოპტიმალური არჩევანი იქნება, თუ თქვენ გჭირდებათ სამუშაო განწყობის შექმინსათვის საჭირო სივრცე, კომფორტი და მონაწილეთა სრული ჩართულობა ბიზნეს ღონისძიებებში. საკონფერენციო დარბაზის დაქირავებისას თქვენს განკარგულებაში იქნება: სხვადასხვა დანიშნულების თანამედროვე საპროექციო და ხმოვანი მულტიმედიური მოწყობილობა, სინქრონული თარგმანისა და ელექრტონული კენჭისყრის სისტემები,  ვიდეოსაკონფერენციო მოწყობილობა, Wi-Fi.