სტანდარტული ორადგილიანი ნომერი (ორი ცალ-ცალკე საწოლით)

ეს ორადგილიანი ნომერი გამოირჩევა კომფორტითა და სიმყუდროვით. იქ თქვენ დაგხვდებათ ორი ცალ ცალკე მდგომი ან ერთი ფართო ორადგილიანი საწოლი და ოპტიმალური საცხოვრებელი გარემო.

ნომერი იდეალურია წყვილის დასვენებისთვის და აღჭურვილია ნატურალური სატინის თეთრეულით. აქ დამონტაჟებულია თხევადკრისტალური ტელევიზორი და ტელეფონი, სეიფი და მინი-ბარი. ნომერში შექმნილია სასიამოვნო გარემო სააბაზანო ოთახი გაწყობილია თანამედროვე იტალიური სანტექნიკით, მინებიანი საშხაპე კაბინით, თმის საშრობი ფენით, ხალათებით. ნომრის ფანჯრები პირდაპირ უყურებს კლდეში ნაკვეთ ქალაქ ვარძიას.

ფასები მითითებულია დღგ-ს ჩათვლით. ნომრის ფასში შედის ორი სტუმრის განთავსება საუზმით. დამატებითი ლოგინის ღირებულებაა 50 ლარი, ხოლო 0-5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის - უფასო. ნომერში შესვლის დროა 14:00, ხოლო  გამოსვლის - 12:00.

ოთახის ზომა 21 - 26 კვ.მ