სასტუმრო სახლის სასადილო

ვარძია-რეზორტის რესტორანში შესაძლებლობა მოგეცემათ გაეცნოთ ქართულ კულინარიულ ტრადიციებს და მონაწილეობა მიიღოთ ნაციონალური კერძების მომზადებაში.

ჩვენი მზარეულების დახმარებით, ნებისმიერ სტუმარს შეეძლება შეიგრძნოს ქართული კერძების გემო და დატკბეს ქართული სუნელებისა და სანელებლების არომატით, რომელთა უმეტესობა “ჩამოსახლებულია“ მესხეთ-ჯავახეთის ალპური ზონიდან და მოყვანილია რეზორტის ტერიტორიაზე.