ხედები

რეზორტის ტერიტორიიდან ულამაზესი ხედი იშლება ვარძიის სამონასტრო კომპლექსსა და მტკვრის ხეობაზე. აქ შეძლებთ სრულად განიტვირთოთ, დატკბეთ ბუნების სიმშვიდით, მდინარე მტკვრისა და გარემოს ხმებით.

რეზორტის ტერიტორიაზე ასევე შეძლებთ დაათვალიეროთ წმინდა მარინეს სახელობის IX–X საუკუნის სამლოცველო, ტერიტორიაზე აღმოჩენილი გამოქვაბულები, ვენახი, ტერასები და ხელოვნური აუზები.
ხედები - ვარძია რეზორტი