ბარი და რესტორანი
ეროვნული და მესხური სამზარეულო რესტორანი თქვენს სამსახურშია
მესხური დარბაზის სტილში გაწყობილი და კაკლის დედაბოძებით დასრულებული სასტუმროსგან ცალკე მდგომი რესტორანი გთავაზობთ ქართული/მესხური და ევროპული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს. აქ ყველა სტუმარს სიხარულით ხვდებიან და სასიამოვნოდ აოცებენ ხარისხითა და მისაღები ფასებით.
თანამედროვე სასმელების, კოქტეილებისა და სასიამოვნო მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ განტვირთვა ბარში. ჩვენი სამზარეულოს უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ ის წარმოდგენილია აგრეთვე ამ რეგიონის – მესხეთის – კერძებით, რომლებიც მომზადებუილია ღია ცეცხლზე და ჩვენს ტერიტორიაზე გამდინარე ბუნებრივ სასმელ წყალზე. კერძები მზადდება ადგილობრივ ფერმერულ მეურნეობებში მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისგან.
რესტორანი იტევს სტუმართა დიდ რაოდენობას, რომელთაც შეუძლიათ ისადილონ როგორც რესტორნის შიდა დარბაზებში (130 სტუმარი), ასევე რესტორნის წინაეზოში (150 სტუმარი) და დატკბნენ ვარძიის კლდეში ნაკვეთი ქალაქის ხედებით.
კულინარული მასტერ-კლასი 'ქართული სამზარეულოს შედევრები'
გემრიელი, არომატული, კარგად შეზავებული, ზომიერად ცხარე – ეს იმ ეპითეტების მცირე ჩამონათვალია, რომლებითაც შეიძლება ქართული სამზარეულოს კერძების დახასიათება. ქართულ სამზარეულოზე საუბრისას რატომღაც მაშინვე მწვადს, მრავალფეროვან მწვანილეულსა და უხვად ჩამოსხმულ ღვინოს წარმოვიდგენთ ხოლმე. სინამდვილეში კი ეს სულაც არ არის ასე…
ლაუნჯ ბარი კარაოკეთი ღიაა 14:00-დან 02:00-მდე