მამლები
ვარძიარეზორტში სტუმრობისას ფერადი, მამლის გამოსახულებიანი ფარდაგები თითქმის ყველგან შეგხვდებათ და მათთვის თვალის არიდება შეუძლებელია.
1930-1950-იან წლებში შექმნილი ეს ფარდაგები ქართული ტექსტილის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ძველ ქართულ ოჯახებში ქალების მიერ ტრადიციული მეთოდებით ხელნაკეთი თითოეული ფარდაგი გამოირჩევა ფერების, ორნამენტებისა და დეტალების უნიკალური კომბინაციით.
მამალი ქართულ დეკორატიულ ხელოვნებაში სიმამაცისა და ძალის სიმბოლოს წარმოადგებს. სწორედ მისი ფერადოვნება და მრავალფეროვანი გამოსახულებები ხდის ამ ფარდაგებს განსაკუთრებულს.
ამჟამად ვარძიარეზორტში 100-ზე მეტი მამლის გამოსახულებიანი ფარდაგია წარმოდგენილი.