ბაღი

კომპლექსი განთავსებულია ულმაზეს ბაღში, რომელიც გაშენებულია აღდგენილი  ისტორიული ტერასებისა და ხეობის ტერიტორიაზე. ტერასებზე ხარობს ადგილობრივი ჯიშის ხეხილი (შინდი, თუთა, კაკალი, ჭანჭური, ალუბალი, ქლიავი, ჭერამი, გარგარი, თხილი, მოცხარი, ჟოლო, მაყვალი, ჯონჯოლი და ა. შ. ), რომელთა ყვავილობისა და მწიფობის პერიოდები განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის რეზორტს.

ტერასებზე გაშენებული მესხური ვაზის ვენახი ორგანულად ერწყმის ბაღის ლანდშაფტურ დიზაინს, რომელიც თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით არის შექმნილი. ამ ბაღში უიშვიათეს წიწოვანებს გვერდს უმშვენებს ასწლოვანი  შინდისა და კაკლის ხეები. წელიწადის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დატკბეთ ვარდების, პიონების, ტიტების, ზამბახების, ასტრებისა და გეორგინების მდიდარი კოლექციებით.